უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. მისივე სიტყვებით, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად.
მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
„სამუშაოები ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორების თქმა გამიჭირდება. შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია, დასრულებული იყო.
უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ. დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
❗ თავზარდაცემულები ვართ | კალაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა
გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა