LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

718
მარიტა და მეზურნიშვილი

მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა, „ტვ პირველი“ ესაუბრა.

დევი მეზურნიშვილი „პირველებთან“ იხსენებს, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, თუმცა გოგონა უკვე არაკონტაქტური იყო.

„გარეთ უამრავი ხალხი იყო, გავიგე, რომ შველას ითხოვდნენ, გავიქეცი, დამხვდა სამი ბავშვი. დაუყოვნებლივ ჩავედი და სამივე ამოვიყვანე. სანამ ის ორი გამოვიყვანე, მესამესთან მისვლა გართულდა. შადრევანი მალევე გამორთეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.

ის ბავშვიც ამოვიყვანე, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. პირველი დახმარება, რაც შეგვეძლო აღმოვუჩინეთ, მეც და ხალხმაც, უამრავი ადამიანი იყო შექუჩებული.  ყველა ცდილობდა მის გადარჩენას.  არც ერთი ბავშვი არ იყო კონტაქტური. “- თქვა მეზურნიშვილმა.

მეზურნიშვილმა ასევე „ფორმულასთან“ ისაუბრა:

„სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ალბათ მეც ორგანიზმმა დენის გამო. სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტავ, ისიც გადარჩენიყო. გავიგე, გარდაიცვალაო. მანამდე იყო კიდე რაღაც იმედი.“ – ამბობს მეზურნიშვილი „ფორმულასთან“.

კაცი, რომელიც ვაკის პარკში შადრევანში ბავშვების გადასარჩენად შევიდა დევი მეზურნიშვილია. ეს უკანასკნელი უფროსი მებაღეა.

თვითმხილველთა თქმით, ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი დაუფიქრებლად შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვის ამოყვანა შეძლო.

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

ნინო ლომჯარია: “დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g