LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული და ქართული სამზარეულო კაფე BLUE VELVET-ისგან

114

BLUE VELVET მომხმარებელს ევროპულ და და ქართულ სამზარეულს სთავაზობს.

როგორც”ფორტუნა პლუსს’ BLUE VELVET ში განუცხადეს, კაფეში მენიუ მუდმივად იცვლება, მაგრამ არ იცვლება პრინციპი: ყველაფერი არის ჯანსაღი და ფრეში. მენიუ მრავალფეროვანია, არის როგორც ევროპული, ასევე ქართული კერძებიც, რომლებიც განსხვავებულად არის მომზადებული.

”ასევე გვაქვს ვეგეტარიანული კერძებიც. კაფის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ადგილზევე, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული ტყემალი, კომპოტები და მურაბებია. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ გვყავს მოწვეული სტუმარი, რომელიც სპეციალურ მენიუს გვთავაზობს, რაც ძალიან საინტერესო და სახალისოა. გვაქვს ძალიან საინტერესო მუსიკოსების ლაივებიც. სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზე (https://goo.gl/T3UiUC) საშუალება გაქვთ გაეცნოთ ყველა სიახლეს, რომელიც კაფეში იგეგმება და ამის მიხედვით დაგეგმოთ ვიზიტი. რაც შეეხება ფასებს, ისინი საკმაოდ მისაღებია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორი მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს” – განაცხადეს BLUE VELVET-ში.

მათივე ინფორმაციით, დიზაინი კაფისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ავეჯი მთლიანად შექმნილია ამ ლოკაციისთვის, რომელიც დროის მანქანასავით გადაგისვრით 60-იან წლებში.

BLUE VELVET-ი 2013 წელს დაარსდა. კაფდე ამჟამად ირაკლი აბაშიძის 22 ნომერში მდებარეობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები