ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პრემიერ-მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში საზეიმო განწყობა არ არის:
გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, – განაცხადა პრემიერმა სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.