ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამის შესახებ განცხადება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ გააკეთა.
„ამ წუთისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა. შემოდის კონტაქტში. თავის მშობლებს უკვე დაეკონტაქტა. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა 24 საათის – ის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო – ანოქსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა,” – განაცხადა დავით ციბაძემ.