ატელიე Wardrobe Fashion Designer Sopo Iosebidze მსურველებს ტყავის ხელნაკეთ აქსესუარებსა და ტანსაცმლის ხაზს სთავაზობს. ამ ეტაპზე მაღაზიაში ზაფხულის კოლექციაზე 30%-მდე ფასდაკლება მიმდინარეობს.
მომხმარებელს მაღაზიაში ჩანთების შეძენა 150-350 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, საფულეების ფასი კი 70 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. გარდა ამისა Wardrobe Fashion Designer Sopo Iosebidze კლიენტებს პალტოებს სულ მცირე 200 ლარად, ხოლო მაისურებს 75 ლარად სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა სოფო იოსებიძემ განაცხადა ის თავად ხატავს დიზაინს, ხოლო მოდელის შექმნას მისი ჯგუფი ანხორციელებს. ტყავის ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ხელით ამუშავებენ, ყველაზე მოთხოვნადია.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მსურველებს ხელით დამუშავებული ჯინსის ესპადრელებსაც შესთავაზებენ.
”ატელიე დაახლოებით 10 წელია არსებობს, მაღაზია კი, უკვე 1 წელია რაც გავხსენით, თუმცა მანამდეც გვქონდა show room-ები. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეთავაზება და ფასდაკლებები მუდმივი კლიენტებისთვის”, – განაცხადა იოსებიძემ.
Wardrobe Fashion Designer Sopo Iosebidze ჯანაშიას 26 ნომერში მდებარეობს, თუმცა უახლოეს მომავალში ფალიაშვილზე გადადიან. მაღაზია კვირის გარდა ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.