ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ის ფარგლებში, კომპანიამ Huawei თავისი პირველი პლანშეტი-ტრანსფორმერი MateBook წარმოადგინა.
სიახლის სისქე 6,9 მილიმეტრია და მისი გამოყენება როგორც პლანშეტად, ისე ნოუთბუქად არის შესაძლებელი. MateBook-ის აკუმულატორი 9 საათიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს. სიახლეს USB Type-C პორტი და თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს.
პლანშეტი აქსესუარებით ხელმისაწვდომი მიმდინარე წელს იქნება და მისი ღირებულება 700-დან 1600 დოლარამდე იმერყევებს.