LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დაუნი-უმცროსის მომდევნო როლი ცნობილია

100

სტუდია Warner Bros. „პინოქიოს თავგადასავლის“ ახალ ვერსიაზე მუშაობს. ფილმს რონ ჰოვარდი და რობერტ დაუნი უმცროსი გადაიღებენ, ეს უკანასკნელი კი მასში მთავარ როლსაც შეასრულებს.

თუმცა, ცნობილია, რომ ახალ „პინოქიოს“ ორიგინალთან საერთო არ აქვს: ფილმი დაკარგული ბიჭუნას მამის, ჯეპეტოს შესახებ იქნება, რომელიც შვილის ძიებაშია. სწორედ პინოქიოს მამას ითამაშებს დაუნი-უმცროსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები