LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალში, შესაძლოა, ქართულ მხარესთან რეგულარული შეხვედრები აღდგეს

58
გალი

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზეთში რუსეთის ელჩთან მიხაილ შურგალინთან გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ [IPRM] ფარგლებში რეგულარული შეხვედრების განახლების შესაძლებლობა განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით IPRM ფორმატში საქმიანობის განახლების შესაძლებლობას განიხილავს.

„აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლებით, რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალში შეხვედრები, რომელშიც აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობენ, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ PRM -ის შეხვედრები გალში 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და 2016 წლიდან განახლდა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g