ჯასტინ ტიმბერლეიკს და Will.I.Am-ს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ: ჯგუფმა PK Music Performance მუსიკოსების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 1969 წელს გამოსული მათი სიმღერის „A New Day (Is Here At Last)“ პლაგიატობისთვის შეიტანა.
კოლექტივის მტკიცებით, ტიმბერლეიკისა და Will.I.Am-ის სიმღერა „Damn Girl“, მათი „A New Day“-ს განახლებული ვერსიაა.
ჯერ-ჯერობით, მუსიკოსების მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი არ გაკეთებულა.