LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია ნაკურთხ iPhone-ზე წერს

167

ამ დღეებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მაღაზიათა ქსელმა „Iphone +“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აკურთხებს მამაო კომპანია Apple-ის ნაწარმს. ჩანაწერს  საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან, მათი უმრავლესობა ამ ფაქტს მკაცრად აკრიტიკებს.

რამდენიმე საათის წინ რუსულ საიტზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „თბილისში ნაკურთხი მობილური ტელეფონები გამოჩნდა“. მასში „Iphone +“-ის მენეჯერის, გიორგი მაჭავარიანის კომენტარიც არის მოცემული, რომელიც აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უმეტესობის გათვალისწინებითა და სურვილით მოხდა.

„კომპანია „Iphone +“ – ეს არის პირველი მაღაზია, სადაც ნაკურთხი Iphone-ები გაიყიდება. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობს „ეშმაკის საქონლის“ შეძენაზე. ჩვენ გავითვალისწინეთ უმრავლესობის აზრი და ვაკურთხეთ მაღაზია“, – აცხადებს მაჭავარიანი.

რუსული მედიის განცხადებით, ვიდეომ, რომელიც მაღაზიის ოფიციალურ ფეუსბუქ-გვერდზე გავრცელდა, მოსახლეობაში საკმაოდ დიდი რეზონანასი გამოიწვია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mirian.berulava/videos/945984985477978/?pnref=story.unseen-section” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები