19 ოქტომბერს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ დაბნელების კორიდორზე, მის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სირთულეებზე ისაუბრეს და მსმენელს საჭირო რეკომენდაციები გაუზიარეს.
ანზორ ოდიშარია: განსაკუთრებულად საინტერესო პერიოდში შევდივართ, ცაზე უცნაური ამბები ხდება, რაც ყველაზე, თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ახლა იმ პერიოდში ვართ, როცა ახალი საქმეების დაწყება და ენერგიის ახალი მიმართულებით ჩადება საკმაოდ რთული და სარისკოა, ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჩვენს მომავალზე. შემდეგი ერთი თვის მანძილზე მიზანშეწონილია წარსულის მოგვარება, შეცდომების გამოსწორება, თქვენი საქმიანობის გაუმჯობესება, პრობლემების და შეფერხებების აღმოფხვრა ურთიერთობაში და ნებისმიერ სხვა საკითხში, მათ შორის, ჯანმრთელობის მიმართულებითაც. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ დაბნელების კორიდორი გველოდება. დაძაბულ პერიოდში შევდივართ და ეცადეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მზე და მთვარე თავის ბუნებრივ მდგომარეობას იცვლიან და ხდებიან ცოტათი უცნაური გამოვლინების, რაც ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება. აღნიშნულ პერიოდში ქვეცნობიერი ნეგატივის ამოყრას და მისგან გათავისუფლებას დაიწყებს, ამ დროს ხშირია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და პრობლემების გამოვლინებაც, თუმცა ეს ცუდი არ არის, რადგან თავდაცვის, განკურნების, გათავისუფლების საშუალება გვეძლევა. ხშირია ფინანსური პრობლემებიც. ეს ყველაფერი გლობალური მასშტაბით სწორედაც, რომ პირველ რიგში ფინანსებს შეეხება, ფინანსური ბაზარი მთელს მსოფლიოში განიცდის სწრაფ ცვლილებას, რაც პოზიტივთან არ იქნება ასოცირებული. ამის შემდეგ, არც ისე შორეულ მომავალში, ძალიან კარგი პერიოდები გველის წინ, აღმშენებლობის, სიკეთეების საქართველოს გაბრწყინების, მაგრამ ახლა ეს პერიოდი სწორად უნდა გადავიაროთ, ახლა ან გავალთ ამ ფონს ან დავრჩებით იქ, სადაც ვართ. ამ ყველაფერში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს წვლილი.
როდემდე გრძელდება აღნიშნული რთული პერიოდი?
ეს ყველაფერი დეკემბრის პირველამდე აქტიურად გრძელდება.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პერიოდს?
ინდივიდუალურ დონეზე უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. როცა ყველა თავის თავზე იზრუნებს, იფიქრებს და პირად პრობლემებს მოაგვარებს, ეს ყველაფერი სამყაროსაც დაეტყობა. შემდეგი პერიოდის მანძილზე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სახელმწიფოში, ამიტომაც სახელმწიფო ლიდერებს და ოპოზიციურ მიმართულებებს ვურჩევთ, ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან შეიძლება შეიქმნას ისეთი პრობლემა, რაც მართვას აღარ დაექვემდებარება. ამ პერიოდში იცვლება ყველაფერი, ადამიანები, სახელმწიფო, ხდება გადასხვაფერება და ამ სტრესულ, დაძაბულ და ნეგატიურ გარემოში საჭიროება მოითხოვს, რომ ინდივიდუალურ დონეზე დავფიქრდეთ, საიდან მოგვდევს კონკრეტული პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. ვერავინ გვიშველის, სანამ საკუთარი თავის გადარჩენას თავად არ დავიწყებთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გზაჯვარედინი. ოცდამერევე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად