თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, კეიტლინ ჯენერმა აღიარა, რომ მისი ტრანსფორმაცია წლების წინ დაიწყებოდა, რომ არა სტატუსი – კრის ჯენერის ქმარი.
66 წლის ჯენერმა აღიარა, რომ პირველი მცდელობა, ქალი გამხდარიყო, 80-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. „მე დავიწყე ჰორმონების მიღება, რომლის შედეგადაც მკერდი გამეზარდა და ეს ძალიან მომწონდა. ქალად გადაქცევა მინდოდა მანამ, სანამ 40 წელი შემისრულდებოდა, მაგრამ 39 წლის ასაკში ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი შემეპარა. შემდეგ შევხვდი კრისს. პირველივე დღიდან ჩვენს შორის დაიწყო რომანი. მან ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ და გაიგო, რა მჭირდებოდა იმ მომენტში – ეს იყო კრისი და ოჯახი მასთან ერთად. ორი ზომა მკერდის დამალვა მარტივი არ იყო, შევწყვიტე ჰორმონების მიღება და დროებით დავივიწყე სქესის შეცვლის სურვილი. საბოლოო ჯამში მკერდი მოვიშორე. ეს აქამდე არავისთვის მითქვამს“ – იხსენებს ჯენერი.
მეუღლესთან გაშორების შემდეგ, სპორტსმენმა მკაცრად გადაწყვიტა სქესის შეცვლა.
