LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

88
რე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, „დაძაბული არჩევნები დამთავრდა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

“ ახლახან მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

უკონკურენტო არჩევნების საუკეთესო ტრადიციები სასამართლოში გაგრძელდა თსუ-ს მერე.

შეგიძლიათ ახლა თქვენც ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა“, – წერს სიმონიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g