LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქს” მოწონების გარდა 6 რეაქცია დაემატება

104

„ფეისბუქი“ დიდი ცვლილებებისთვის ემზადება – „მოწონების“ ღილაკთან ერთად სტატუსზე საკუთარი დამოკიდებულებისა და ემოციის გამოხატვა ახალი „სმაილებით“ შეგეძლებათ.

კომპანია ახალ „სმაილებს“ Dislike ღილაკის ნაცვლად ამატებს. პოსტების მიმართ საკუთარი პროტესტის გამოსახატავად მომხმარებლები „არ მოწონების“ (Dislike) ღილაკს ითხოვდნენ, თუმცა „ფეისბუქში“ შიშობენ, რომ აღნიშნული ღილაკი ბევრ ნეგატიურ შედეგს მოიტანს.

ამის ნაცვლად, მომხმარებლები ექვს სხვადასხვა ემოციის გამომხატველ „სმაილს“ გამოიყენებენ, ესენი იქნება “Love”, “Haha”, “Yay”, “Wow”, “Sad” და “Angry”, შესაბამისი გამოსახულებით.

აღნიშნული რეაქციები „ფეისბუქის“ გუნდმა სოციოლოგებთან ერთად შეარჩია.

რეაქციას გამოიყენებთ „მოწონების“ ღილაკზე დაწკაპუნებით, რომელიც ყველა პოსტის ქვემოთ კვლავ იქნება. დაწკაპუნების შემდეგ გაჩნდება მენიუ, სადაც აარჩევთ სასურველ რეაქციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები