LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლიდან ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური იზრდება

1678
Untitled design

2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური იზრდება. ცვლილება ეხება, ავტომობილის პირველად რეგისტრაციასაც და საფასური თითქმის სამმაგდება.

„ცვლილების თანახმად:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g