LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა

33
BeFunky-collage (3)

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა.

უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g