LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

’’ბალიშების სალონი” მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს

552

’’ბალიშების სალონი” მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. რადიო “ფორტუნა პლუსი” ”ბალიშების სალონს” დაუკავშირდა. სალონის დირექტორის  ელენე ხმელიძის განცხადებით,   სხვადასხვა ფორმის  და ზომის  ბალიშების კერვასთან ერთად, სალონი მომხმარებელს ძველი ბალიშების განახლებასა და წმენდას  სთავაზობს. დეკორატიული ბალიშები, თეთრეული, ბალიშები ორსულებისთვის, ბალიშების შექმნა ახალდაბადებულებისთვის  თავის ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად, ბამბისა და მატყლის ლეიბების, საბნების განახლება, ფარდებისა და გადასაფარებლების შეკერვა. ეს ის არასრული ჩამონათვალია მათი მომსახურების რასაც ბალიშების სალონი გვთავაზობს .

კომპანია “ბალიშების სალონი” 2006 წლიდან ფუნქციონირებს.როგორც “ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ბალიშების სალონის” დირექტორმა განაცხადა,  მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ბალიშების განახლებაა. სპეციალური აპარატი კვარცის სხივითა და ჰაერის ძლიერი ჭავლით ახდენს ბუმბულის გასუფთავებას მტვრისა და მავნე მიკრობებისგან. ამის შემდეგ, გასუფთავებული ბუმბული თავსდება სპეციალურად მომზადებულ ბუმბულგაუმტარ პირში.

”ბალიშების სალონი” ოთარ ჭილაძის 4 ნომერში მდებარეობს და  მათი პროდუქციის ნახვა სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. https://www.facebook.com/balishebissaloni/photos_stream

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები