LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოლიგარქი მართავს და რომელსაც რუსეთმა გენოციდი მოუწყო“– ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატმა ევროსაბჭოს მიმართა

180
თათია ნიკოლაიშვილი

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოლიგარქი მართავს და რომელსაც რუსეთმა გენოციდი მოუწყო“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა, საქართველოში კი პუტინის რეჟიმთან მთავარი მებრძოლი მიხეილ სააკაშვილი ახლა დაპატიმრებულია, რადგან ქვეყანას არაფორმალურად ოლიგარქი ივანიშვილი მართავს.

„მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა კიევს ბომბავს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ე.წ ტერორისტულმა არმიამ, გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებს აბამენ.

ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ, ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს. მე ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა გადაგვიყოლოს უკანასკნელმა იმპერიამ. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები.“– განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესია 25 ოქტომბერს გაიხსნა, მისი მუშაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„მთავარი არხის“ თარგმანი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g