LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაირაქტარის დრონების მწარმოებელი კომპანიის ცნობით, მათი ქარხანა უკრაინაში 2 წელში გაიხსნება

42
ბაირაქტარი

ცნობილ ბაირაქტარის დრონების მწარმოებელი კომპანია -„ბაიქარის“ განცხადებით, უკრაინაში მათი საწარმოს აშენება 2 წელში დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა ისაუბრა და თქვა, რომ თურქეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიხედვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიდო, კომპანია „ბაიქარი“ დათანხმდა, რომ უკრაინაში მისი საწარმო გაიხსნება.

ჰალუკ ბაირაქტარმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად, შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, საწარმოს აშენების გეგმები წინ მიიწევს.

„ჩვენ ახლა გვაქვს არქიტექტურული დიზაინი, დეტალური დიზაინის ფაზა დასრულდა და უკვე მშენებლობაზე გადავალთ. 2 წელში გვსურს დასრულება.“ – განაცხადა ბაირაქტარმა.

ცნობისთვის, კომპანია „ბაიქრის“ მიერ წარმოებულმა ბაირაქტარ TB2 დრონებმა, რომლებიც კომპანიამ უკრაინას გადასცა, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, რუსული ტანკებისა და საზენიტო სისტემების განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ივნისში კომპანია Baykar-მა უკრაინას უფასოდ გადასცა სამი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.

თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა: ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი თურქული კომპანია ბაირაქტარის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალი შეფასება მისცა ბაირაქტარისა და მისი კომპანიის წვლილს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დამსახურებისთვის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

 

magti 5g