„24 თებერვალს პუტინმა მხოლოდ წესები კი არ დაარღვია, არამედ თამაში დაასრულა. მან ჭადრაკის დაფა იატაკზე დააგდო!“ – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია.
„რუსეთის პრეზიდენტმა თავისი იმპერიული შეპყრობით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაიპყრო მიწები, ეჭვქვეშ დააყენა საზღვრები. რუსეთის თავდასხმა თავდასხმაა ყველა იმ გაკვეთილზე, რომელიც მსოფლიომ ორი მსოფლიო ომის შედეგად ისწავლა“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.