LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოროტმოქმედი ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს” – რა დეტალები ვრცელდება თავდასხმაზე

58
Capture

ბოროტმოქმედი ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს, – ამის შესახებ განცხადება სან ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გამოძახების შემდეგ ადგილზე მისულ ოფიცრებს დახვდათ ნენსი პელოსის მეუღლე და თავდამსხმელი. გამოძიების ინფორმაციით, ორივეს ეჭირა ხელში ჩაქუჩები. სამართალდამცველების ცნობითვე, ბოროტმოქმედმა პოლ პელოსის ჩაქუჩი პოლიციის თვალწინ ჩაარტყა.

ამჟამად, პოლ პელოსი და თავდამსხმელიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მედიის ინფორმაციით, პირი, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახლში შეიჭრა და მის ქმარს დაესხა თავს, რეალურად, პოლიტიკოსს ეძებდა.

დაკავებული 42 წლის კაცია. მან სახლის უკანა კარის შუშა ჩაამტვრია, და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, პოლ პელოსისთან დაპირისპირების წინ ყვიროდა “სადაა ნენსი?”

ინციდენტის დროს ნენსი პელოსი ვაშინგტონში იყო.

პოლიცია თავდასხმის მოტივს ვერ ასახელებს. გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო და კაპიტოლიუმის პოლიციაც.

ამასთან, „სიენენი“ იუწყება, რომ თავდამსხმელი დევიდ დეპეპე სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდა სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს. მათ შორის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g