პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდება რუსეთის 35 მაღალჩინოსანს. მათ შორის, გაზპრომისა და მისი შვილობილი კომპანიებიდან 6 სუბიექტს.
ასევე, იგეგმება სანქციების დაწესება რუსეთის მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორის წევრებზე, მათ შორის, პოლიციელებზე, გამომძიებლებზე, პროკურორებსა და მოსამართლეებზე.
“კანადა გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რადგან ის იცავს თავის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას”.
“ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად, ასევე — პასუხისმგებლობის დაკისრებას რუსეთისთვის მისი სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის გამო”, — ნათქვამია განცხადებაში.