დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ჰიუ ჰეფნერმა „ცოდვების სახლის“ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ჰიუმ და თავისმა ცოლმა უკვე გაიტანეს სახლი გასაყიდად, თუმცა ჯერ კიდევ ცხოვრობენ მასში. ჰეფნერი იმედოვნებს, რომ Playboy-ს ცნობილ სახლში 200 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა, საპირისპიროს ფიქრობენ ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახლის მეპატრონე ბევრს ითხოვს და მისი რეალური ფასი 60 მილიონია.
ამას გარდა ჰეფნერმა რამდენიმე პირობაც წამოაყენა – თუ ახალი მფლობელი გადაწყვეტს, რომ სახლი ტურისტული თვალსაზრისით გამოიყენოს, ცნობისმოყვარე დამთვალიერებელს არ შეეძლება ჰეფნერის საძინებელში შესვლა.
შეგახსენებთ, რომ Playboy-ს სახლი ლოს-ანჯელესში, ჰოლმბი ჰილსის რაიონში მდებარეობს. ჰიუმ ის 1971 წელს შეიძინა და შიშველი მოდელებისა და მათი მსურველი მამაკაცების საკულტო ადგილად აქცია.