LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის შვილებმა „კუნგ-ფუ პანდა 3“-ის პერსონაჟები გაახმოვანეს

73

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, 40 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ შვილებს ნელ-ნელა მსოფლიო კინოსთან აჩვევს. ჯოლიმ ცოტა ხნის წინ დაასრულა „კუნგ-ფუ პანდის“ მესამე ნაწილზე მუშაობა, სადაც ის კვლავ ვეფხვს ახმოვანებს. ასევე გაირკვა, რომ ის ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა. მისი თქმით, პერონაჟების გახმოვანების შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდნენ მისი შვილები – პაქსი, ზახარა, შაილო და ნოქსი.

„ისინი არ აპირებენ მსახიობობას, მაგრამ მინდა, რომ თავი ბევრი კუთხით მოსინჯონ. ამიტომ წავიყვანე სტუდიაში და ვანახე ეს საქმეც. ძალიან გავერთეთ“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები