დღეს მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი იუბილარია. მას დაბადების დღის შეხვედრამ საცეკვაო პარკეტზე მოუწია, ვინაიდან გუშინ „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონი გაიხსნა.
ოთო და მისი მეწყვილე ჯულიანა ბარ-გნარი, რასაკვირველია, „ცეკვების“ უცვლელი მონაწილეები არიან. ორივე მათგანს პროექტი არაერთხელ აქვს მოგებული.
ჯულიანა და ოთო წყვილში ცეკვავენ და დიდი ხნის მეგობრები არიან.
ჯულიანამ ოთოს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა. მასთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დაწერა:
„გილოცავ შენს დღეს! მინდა, რომ იყო ძალიან ბედნიერი!..“
ვიდეო: ოთო ფოლადაშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გუნდმა დაბადების დღე მიულოცა
ჯულიანა ბარ-გნარი იუბილარია – ოთო ფოლადაშვილი მეწყვილეს ემოციურ პოსტს უძღვნის