ახალი წლის ღამე მარტო ტეილორ სვიფტს არ გაუხარებია თაყვანისმცემლები ახალი კლიპით, რამდენიმე საათის წინ კანიე უესტმაც გამოუშვა ახალი სიმღერა, რომელმაც მალევე მოიპვა სკანდალურის სტატუსი.
მასში რეპერმა კომიკოსი ბილ კოსბი გააკრიტიკა, რომელიც 2015 წლის განმავლობაში 50-მა ქალმა ძალადობაში დაადანაშაულა. უესტმა ასევე წამყვან სტივ ჰარვის რამდენიმე დღის წინ ცერემონიაზე „მის სამყარო 2015“ დაშვებული შეცდომაც გაახსენა.
კრიტიკა შეეხეო ასევე ბრენდ Nike-საც, რომელთანაც უესტმა 2013 წელს კონტრაქტი შეწყვიტა და მის კონკურენტს – Adidas-ს „დაუმეგობრდა“. სიმღერაში კანიემ ბრენდის დირექტორი თანამშრომლების მიმართა არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ისინი მონებივით ჰყავს, რადგან გაყიდვებიდან შემოსული თანხიდან პროცენტს არ უხდის.
კანიემ დადებითზეც გააკეთა აქცენტი, თუმცა, ის მხოლოდ მის მეუღლეს – კიმს შეეხო, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი სახელობის სმაილები – Kimoji გამოუშვა. რეპერის სიმღერის ტექსტში ნათქვამია, რომ ამ სიახლის წყალობით წუთში ისინი მილიონს გამოიმუშავებენ.
https://www.youtube.com/watch?v=qJae2OpoHeE