დეკემბრის დასაწყისში კიმ კარდაშიანი მეორედ გახდა დედა. ვარსკვლავური წყვილი ჯერ კიდევ მალავს ვაჟიშვილის სახეს, ამიტომ საშობაო ფოტოებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ცნობილი ოჯახი არასრული შემადგენლობით არის გამოსახული.
შობის შესახვედრად სკანდალურმა ვარსკვლავმა შავი ფერის ნახევრად გამჭვირვალე ზედა და ქვედა ბოლო შეარჩია. ამასთან, მან უარი თქვა ტრადიციულად გაშლილ თმაზე და ქალიშვილის მსგავსად, ორი ნაწნავი გაიკეთა.