LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ „წლის ავტომობილის“ წოდების მთავარი პრეტენდენტები გამოავლინა

37
11

“წლის ავტომობილი იაპონიაში“ – ყოველწლიური საავტომობილო პრემიაა, რომელიც 1980 წლიდან ტარდება. საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ჟიური ირჩევს, ჟიურის წევრები კი იაპონელი ჟურნალისტები და ბაზრის ექსპერტები არიან. 2022-23 წლის სეზონზე ტიტულისთვის 50-მდე მოდელი იბრძოლებს. მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ ყველა ეს ავტომობილი იაპონიის ბაზარზე 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან, 2022 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში გამოჩნდა. ასევე მათი ტირაჟი 500 ეგზემპლარზე მეტი იყო.

ნოემბრის ბოლოს მოკლე სია გამოქვეყნდება და მასში 10 მანქანა მოხვდება, გამარჯვებულს კი დეკემბერში გამოავლენენ.

რაც შეეხება გრძელ სიაში, მასში მოხვდნენ – Toyota-ს ხუთი მოდელი – Corona, Sienta, Noah/Voxy, bZ4X, Razie Hybrid, Nissan-ის 4 მოდელი – Ariya, X-Trail, Sakura, იგივე Mitsubishi eK Cross EV, Fairlady Z, ორიც Daihatsu Rocky HEV და Move Canvas. ასევე ორი ცალი Honda (Civic e:HEV/Civic Type R, StepWGN) და ერთი Mazda CX-60.

სიის ნახევარს იაპონური ავტომობილები იკავებს. ეს არის Audi-ს 4 მოდელი (A8, e-tron S, RS3, SQ2), სამი Mercedes-Benz (C-Class All Terrain, EQB და EQS), სამი Volkswagen (Golf R/Golf R Variant, Polo, T-Roc R) და სამი Renault (Arkana, Captur E-Tech Hybrid, Lutecia/Megane E-Tech Hybrid).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები