ვიდეო გადაღებულია ქარხანაში Foxconn. თანამშრომელს ხელში iPhone 7 უჭირავს, რომელზეც ჯერ მხოლოდ ხმები დადის. მოწყობილობა ყველა წინა iPhone-გან განსხვავდება. დამცავი მინა არ იკავებს წინა პანელს სრულად, ასევე არ არის Home ღილაკი და თითის ანაბეჭდის სკანერი. წინა კამერა სალაპარაკო დინამიკის ქვეშ არის განთავსებული. ძირითადი კამერა კი Apple-ის ლოგოტიპს “მიუახლოვდა”.
აღნიშნული ვიდეო სრულებით შესაძლებელია „ფეიკი“ აღმოჩნდეს, რადგან მოწყობილობას ბევრი არასრულფასოვანი დეტალი აქვს, ერთ-ერთი მათგანია გადაღების დროს განათების არარსებობა.