“ხელები შორს, ხალხის საკუთრებისგან” – ამ ლოზუნგით ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
ისინი ხელისუფლებას ზღვისპირა ზოლში, 20 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, სოფელ ბობოყვათში სანაპიროსთან მიწის ნაკვეთი წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა სახელმწიფომ 2004 წელს ჩამოართვა და მას შემდეგ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.