უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ლევან სახელაშვილის ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
სახელაშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, 38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ლევან სახელაშვილი 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მუშაობდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც. რუსულ აგრესიას ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან დაუპირისპირდა.
ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.