ჩინეთში კიდევ ერთხელ დაბლოკეს „ვიკიპედია“. ამჯერად მიზეზი ელექტრონული ენციკლოპედიის დაცულ პროტოკოლზე HTTPS გადასვლა გახდა, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებას უფლებას არ მისცემს „ვიკიპედიაზე“ გავრცელებული ინფორმაცია აკონტროლოს.
პრესის ინფორმაციით, ამიერიდან ჩინელ მომხმარებლებს წვდომა არამარტო ადგილობრივ, არამედ ყველა დანარჩენ სეგმენტთან აეკრძალებათ.
პირველად აკრძალვა ჩინურ ელექტრონულ ენციკლოპედიაზე 2004 წლის ივნისში დაწესდა, მას შემდეგ ის პერიოდულად სხვადასხვა მიზეზებით იბლოკებოდა.
