4 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და რუბრიკას „მხიარული დილა“ თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა აპლიკაციაზე „TikTok“ და მათი გამომწერების შეფასებებზე ისაუბრეს.
როგორ გაჩნდა იდეა, რომ საერთო „ტიკტოკი“ გაგეკეთებინათ?
ზურა: ეს ყველაფერი თამაშ-თამაშით, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფარგლებში დაიწყო, როცა მე და თაკომ აქტიური ურთიერთობა, თანამშრომლობა, მეგობრობა დავიწყეთ. თავიდან გართობის დონეზე იყო, რეკლამების დროს სიცარიელეები, რომ შეგვევსო. შემდეგ, მაყურებლის გამოხმაურებამ და სითბომ მოგვცა ბიძგი და გვაიძულა, რომ ეს ყველაფერი გაგვეგრძელებინა და კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა.
თაკო: ასე გავხდით ძალიან „ტიკტოკერები“.
ზურა, არ გეშინია ასეთი ლამაზი ქალის ფონზე, რომ დაიჩრდილო?
ზურა: ვცდილობ კონკურენცია გავუწიო (იცინის). მთავარია ეს იყოს ყოველთივის ლამაზი, მე რომ სულ ჩავბნელდე, თაკო ისე ანათებს, რომ მერე მეც მომანათებს ხოლმე და მეც ვანათებ.
რომელს უფრო ხშირად მოგდით ხოლმე იდეები „ტიკტოკისთვის“?
თაკო: სიმართლე რომ გითხრათ, ვბჭობთ, ვკამათობთ, ვმსჯელობთ, თუ რა შეიძლება იყოს მეტად ნახვადი, რა შეიძლება მოეწონოს მაყურებელს, რა არის ჩვენს სტილში, რა უხდება ჩვენს იმიჯს. ყველაფერს არ ვწერთ, არის რაღაცები, რაც მოგვწონს და არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს. ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენი გადატვირთული დროის მიუხედავად ვახერხებთ საკმარისია და მომწონს რასაც ვაკეთებთ.
ზურა: ძირითადად ჩვენი მაყურებელი გვაძლევს ხოლმე იდეას. რაღაცას რომ დავდებთ, გამოხმაურების შესაბამისად ვხვდებით, რა მოსწონთ, რას ითხოვენ ჩვენგან და შესაბამისად, ჩვენც ამ ხაზს მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანი მაყურებლის გახარება და გაბედნიერებაა და თუ ეს გამოგვდის, ძალიან გვიხარია. უღრმესი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რასაც კომენტარებში ვხედავთ.
ქორეოგრაფია ვის ეკუთვნის ხოლმე?
თაკო: ჩვენით ვწვალობთ, ვჯახირობთ ხოლმე (იცინის).
ზურა: დიდი ჩხუბის, კამათის ხარჯზე, ნაწილი თაკოსია, ნაწილი ჩემი, ნაწილი სოციალური ქსელის ტრენდების დამსახურებაა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე, რადგან სატელევიზიო ეთერისთვის გავაკეთეთ ტანგო.
თაკო: მართლა დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე სოციალურ ქსელში ჩვენს „ტიკტოკ“ ცეკვებს, რაც ძალიან გვახარებს. ძირითადად პოზიტიური შინაარსის ტექსტები არის ხოლმე, ძალიან იშვიათად ერთი-ორი უარყოფითი გამოერევა ხოლმე, მაგრამ ისიც ისეთი, რომ ვერ გაბრაზდები.
ზურა: ათიათასობით კომენტარიდან ერთადერთი უარყოფითი კომენტარი „თქვენ მოცლილებო, რა საყვარლები ხართ“ გვახსოვს (იცინის). თან მოგვალანძა, მაგრამ თან სიყვარულით იქვე გამოვიდა.
გადაცემის ჩანაწერი: