მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც დედა რამდენიმე თვის წინ გახდა, არ არღვევს დანაპირებს და კვლავაც არ აჩენს ქალიშვილის, ოლივიას სახეს. შესაძლებელია, ამ გზით ის შვილს ავი თვალისგან იცავს, ხოლო შეიძლება ამ ყველაფერს სულ სხვა მიზეზიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ოლივია ჯერ არ მონათლულა, რაზეც ქეთამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ჩემი ქალიშვილი ებრაელია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მონათვლა: მამა მოგვკლავს“.
ამავე ინტერვიუში თოფურიამ იმაზეც ისაუბრა, რომ მისი ქალიშვილი საკუთარ თავს უკვე სარკეშიც აღიქვამს და მას ეს ძალიან ახარებს: „ჯერ-ჯერობით ჩემს შვილს ჩემი გემოვნებით ვაცმევ და ვხვდები, რომ მას ეს ძალიან მოსწონს. ის უკვე საკუთარ თავს უყურებს სარკეში და იპრანჭება”.