პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ,,ლუტეციამ” ახალი ფრანგული ბრენდი “EISENBERG PARIS” წარმოადგინა. სპეციალურად მედიისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტები გაეცნენ ბრენდის განსაკუთრებულ კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ შესაძლებელი. საღამოს მირიან ჯეჯელავა და მანიკა ასათანი უძღვებოდნენ, ღონისძიებას კი მუსიკალურად აფორმებდა ელენე კალანდაძე ბენდთან ერთად. პრეზენტაციაზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. საღამო სავსე იყო სიურპრიზებით, საჩუქრებით და გათამაშებებით, თუმცა LUTECIA PARTY-ის მთავარი მიზანი EISENBERG PARIS-ის მომხმარებლისთვის წარდგენა იყო.
,,ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ, ყველა მოწვეულ სტუმარს, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს,
ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ EISENBERG PARIS-ს გენერალურ დირექტორს ბატონ ჯან-ლუკ ტრონიონს.” – განაცხადა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ” LUTECIA“–ს დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ
პარფიუმერული კომპანია მომხმარებელს მომავალშიც გაანებივრებს ახალი ბრენდებით და სასიამოვნო სიურპრიზებით.