LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკმა 3 წლის გოგონა იშვილა

45

ხმები იმის შესახებ, რომ სანდრა ბალოკი მეორე შვილის აყვანას გეგმავდა, დიდი ხანია დადის. თუმცა, ადრე ვარსკვლავი ამ ფაქტს მკაცრად უარყოფდა. როგორც ჩანს, ინფორმაცია უსაფუძვლო არ ყოდილა. 51 წლის მსახიობმა 3 წლის გოგონა, სახელად ლილა იშვილა, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოც ამ დღეებში ჟურნალ People-ის გარეკანზე აღმოჩნდა.

ფოტოზე ბალოკი უფროს ვაჟიშვილთან, 5 წლის ლუისთან და ლილასთან ერთად პოზირებს. „როდესაც მე ის დავინახე, ოდნავი ეჭვიც არ გამჩენია, რომ ის შეიძლებოდა ჩემთან არ ყოფილიყო. ბავშვები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდნენ. მე და ლუი მას არასოდეს მივატოვებთ. ის ჩვენი ოჯახის ახალი წევრია“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

 

 

_500_600_80_Shk8yv

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები