LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

35
untitled

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს.

ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება: არესტოვიჩი

„საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების მიხედვით,“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

სერგეი შოიგუ, უკრაინაში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის არმიის გასვლას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზის გამაგრებას დათანხმდა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის: ზახაროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g