კომპანიის წარმომადგენლების თქმით, “სთექმა” რამდენიმე თვის წინ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა ინტერნეტ ბრაუზერის შესაქმნელად და ახლახან მისი გამოყენებით ახალი პროდუქტი გამოუშვა – Stack NEXT. “სთექი” კოლაბორაციული ბრაუზერის გამოშვებასთან ერთად, ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის.
“Stack NEXT პირველი კოლაბორაციული ბრაუზერია, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს”, – ამბობს “სთექის” დამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი.
NFT არის ვირტუალურ სამყაროში ნებისმიერ ტიპის აქტივის ფლობის და ვერიფიკაციის უნიკალურ შესაძლებლობა. სთექი კი NFT-ის პრემიუმ ლიცენზიის გაყიდვისთვის იყენებს, რაც ასევე ინოვაციაა კრიპტო და WEB3 სივრცეში.
კოლექცია შედგება 4242 უნიკალური ხომალდისგან, რომელიც მფლობელს დესკტოპზე კურსორადაც შეუძლია დააყენოს.
“სთექის” მხარდაჭერა შესაძლებელია Product Hunt-ზე მათი პროდუქტისთვის ხმის მიცემით!
დამატებითი ლინკები
ვებ-გვერდი https://stackbrowser.com/
NFT Page – https://stackbrowser.com/nft
Product Hunt – https://www.producthunt.com/posts/stack-next