ტაფტსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს სისტემა, რომლის საშუალებითაც რობოტები ბრძანებებს აღარ შეასრულებენ თუ მათ უარის მიზეზი ექნებათ.
ბრძანების შესრულებამდე რობოტის სისტემა მისი ფიზიკური შესაძლებლობებსა და სუბორდინაციის პრინციპს „შეამოწმებს“ და „გადაწყვეტს“, ვალდებულია თუ არა რობოტი, ადამიანის კონკრეტული მითითება აასრულოს. თუ რობოტს არ შეეძლება მისი განხორციელება, ის „განაცხადებს“ მიზეზს, რატომ ვერ ასრულებს მას.
მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც რობოტი სახელად Nao ადამიანს ზეპირსიტყვიერად ეკონტაქტება. სამიდან ორ შემთხვევაში ის ადამიანის ბრძანებას ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ასრულებს.