LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტისთვის დაბრუნებული ჯილდო და დამსახურებები: როგორ იხსენებენ ნოდარ ნათაძეს

199
Untitled design - 2022-11-13T180511.347

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და რამდენიმე ისტორიას იხსენებს:

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

“ნოდარ ნათაძე გარდაცვლილა. ორი რამ განსაკუთრებით მახსენდება მასზე მამაჩემისგან სულ.

მამა ამბობდა, ნოდარი პატიოსანი კაციაო და

მეორე – სოხუმში ომის დროს ერთად მოუწიათ ერთხელ ოთახში დაძინება და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა, მამა კი, ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს ვიძინებთ ყველა.

გადაკიდებია მამაჩემი გაიხადე ეგ ჩექმები, თორემ ვერ ვიძინებ რომ გიყურებო, ნოდარი კი მაისურში მოტანტალე მამაჩემის დანახვაზე ვერ იძინებდა სავარაუდოდ და პასუხობდა “გურამ! მთავარია, განსაზღვრო დრო და მიზანი!”

ამგვარად დელიკატურად მიანიშნებდა, მგონი, ვერ ხვდები ირგვლივ რა ხდებაო. ამას მამაჩემი ნოდარის სპეციფიკური ხმით და ინტონაციით ჰყვებოდა და ეგონა გავიზიარებდით მის “სამართლიან აღშფოთებას და მცდელობას”, რომ ნოდარს აუცილებლად უნდა გაეხადა ლოგინში ჩექმები! ჩვენ კი უბრალოდ ვიგუდებოდით სიცილით. ბავშვურია, მაგრამ დიდ სიყვარულს მიჩენს ეს მოგონება”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება: პრემიერი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტიკოს ნოდარ ნათაძის გარდაცვალებას.

„დასანანია ბატონი ნოდარ ნათაძის გარდაცვალება. მას არაერთი დამსახურება მიუძღვის ქვეყნის წინაშე, როგორც კულტურის მოღვაწეს და სახელმწიფო კაცს.

მავანისგან განსხვავებით, ბ-ნ ნოდარს იმის შნო და ვაჟკაცობაც ჰქონდა, მის მიერ გადაგმული ზოგიერთი ნაბიჯი კრიტიკულად და სინანულით შეეფასებინა. ჩემი პოზიციაა ეს და არამარტო – ცოტნეც ასე ხედავდა, როდესაც შეაფასა.

ღმერთმა შეუნდოს და გაანათლოს.

2015 წელი, ნოდარ ნათაძე პრეზიდენტს უკან უბრუნებს ჯილდოს.

ჩემი კომენტარი: პოლიტიკოსისთვის ყოველთვის კარგია თვითკმაყოფილების ნაცვლად საკუთარი განვლილი გზის კრიტიკული განხილვა. ნოდარ ნათაძე დადებითად აფასებს მხოლოდ 1990-1991 წლების პარლამენტის მუშაობას და მიღებულ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება 1992 წლის შემდგომ პარლამენტებს, იგი ამბობს:

პარლამენტის მუშაობა გუნდურია, თუკი მე ორ გოლსაც გავიტან, მაგრამ გუნდი წააგებს, მეც წაგებული ვარო. მე დიდ ამბად მიმაჩნიაო, რომ მონაწილეობა მივიღე ოთხი საკანონმდებლო აქტის გაფორმებაშიო, და ესენია:

  • 1. საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნად ცნობა
  • 2. სამხრეთ ოსეთის უკანონოდ შექმნილი ავტონომიური ოლქის გაუქმება
  • 3. რეფერენდუმის დანიშვნა დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. 4. საქართველოს დამოუკიდებელობის დეკლარაციის მიღება 1991 წლის 9 აპრილს.

მოკლედ რომ გითხრათ, ეთიკურობის მხრივ თუ შევხედავთ, საინტერესო პოზიციაა“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g