ამერიკულმა კომპანიამ Smart Ltd შექმნა სარკე, რომელიც სელფის გადაღებას მობილური ტელეფონის ან ფოტოაპარატის გარეშე გთავაზობთ.
საიმიჯო ვიდეოში ნათქვამია, რომ სარკის საშუალებით შესაძლებელია პროფესიონალური ფოტოების ან ვიდეოს გადაღება და შემდგომ მათი „ინსტაგრამზე“ ან YouTube -ზე ატვირთვა. მოწყობილობის მართვა სენსორული პანელის საშუალებით არის შესაძლებელი.
ფოტოებს დაფარული კამერა გადაიღებს, რომელიც სარკის ზედაპირზე არის განთავსებული. გაჯეტი აღჭურვილია მოძრაობის მრიცხველებით და შეუძლია ხედამხედველის რეჟიმში მუშაობაც, როდესაც სახლში არავინ არის, ის მეპატრონის სმარტფონზე მასში არსებულ სიტუაციას სურათის სახით გზავნის.
როგორც გამოცემა The Mirror იუწყება, სიახლე სელფი-ჯოხების რეალური კონკურენტი გახდება.