LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მთავარი შეცდომა სპორტდარბაზში

108

ხშირად სპორტდარბაზში სიარული რუტინად გადაიქცევა ხოლმე, რადგან ვერ იღებთ სასურველ შედეგს. შესაბამისად იკარგება ხალისი და ერთ დროს ანთებული ენთუზიაზმი ქრება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა სპორტდარბაზში სიარული უფრო სასიამოვნო და რაც მთავარია, სასარგებლო გახდეს:

  1. მოთელვა

მსოფლიოს წამყვანი ფიტნეს-ინსტრუქტორები მუდმიმივად ამტკიცებენ, რომ ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებელია მოთელვა. გახურებული კუნთები უფრო ეფექტურად იტვირთება, სისხლძარღვები გაფართოებულია, გული კი გაცილებით უკეთ მუშაობს, ორგანიზმს თავისუფლად მიეწოდება ჟანგბადი, ამ დროს კი მარტივად იწვის ცხიმი.

ასე რომ, ვარჯიშის დაწყებამდე საშუალოდ 15 წუთი მოთელვას დაუთმეთ.

  1. მუდმივად ერთი და იგივე კომპლექსით ვარჯიშობთ

ორგანიზმი მალე ეჩვევეა ერთსა და იმავე მოძრაობებს, მარტივად ადაპტირდება სპორტულ დატვირთვებთან, შესაბამისად კი ვღებულობთ იმას, რომ გარჯა ხშირად სანახევროდ გიფასდებათ.

ამიტომ აუცილებელია, რომ ორ თვეში ერთხელ ვარჯიშის კომპლექსი შეცვალეთ, აირჩიეთ სხვა სავარჯიშოები. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ აუცილებელია იგრძნოთ კუნთის დაჭიმულობა და არა ტკივილი. თუ გტკივათ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ.

665@495@b895a9f95b589317089f91b361dc95bc-NmMyMzRhZGZmMw

  1. საკმაოდ სწრაფ ტემპს ირჩევთ

რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამა თუ იმ სავარჯიშოს, მით მეტის გაკეთებას მოასწრებთ, შესაბამისად გაზრდით პროდუქტიულობას. ეს არასწორია. ასე მაღალია საშიშროება, კუნთის ტრავმა მიიღოთ. იმისათვის, რომ კუნთმა იმუშაოს, ზომიერად უნდა გააკეთოთ მოძრაობები, ასე გაცილებით სასურველ შედეგს მიიღებთ და კუნთებიც უფრო გაგიმკვრივდებათ, ცხიმიც უფრო ეფექტურად დაიწვება. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაგარია კუნთი, მით მეტ ცხიმს წვავთ.

  1. არასწორად ანაწილებთ დატვირთვას

ბევრს ვარჯიშობთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევთ – ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შესაძლოა სტიმულიც დაკარგოთ. სთოხვეთ პროფესიონალ ინსტრუქტორს, თუნდაც ერთხელ გაჩვენოთ, როგორ უნდა გააკეთოთ ესა თუ ის ვარჯიში სწორად. მოგცეთ რჩევა, როგორ და როდის უნდა მიიღოთ ეს დატვირთვა. სწორედ ამის მერე მოგიტანთ ვარჯიში სასურველ შედეგს.

main_post_3f617950-29e1-40a5-bdc8-2d4d9716560b

  1. რეგულარულად არ ვარჯიშობთ

თუ გადაწყვიტეთ, რომ ივარჯიშოთ, იარეთ დარბაზში რეგულარულად. 10 დღეში ერთხელ სპორტდარბაზში მისვლა შედეგს არ მოგცემთ. წარმატებული ვარჯიშის საიდუმლო სტაბილურობაშია. კვირაში 2 ან 3 დღე იდეალურია საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად. სწორედ ამის მერე დაინახავთ სასურველ რეზულტატს.

  1. არასწორ იმედებს ამყარებთ

სპორტდარბაზში სიარულისგან სწრაფ რეზულტატს არ უნდა ელოდოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაკლების მსურველებისთვის გადამწყვეტ როლს, 80%-ს კვება თამაშობს და მხოლოდ 20% არის აქ ვარჯიშის დამსახურება. თუ გსურთ სწრაფი შედეგი და მას ისე ვერ იღებთ, როგორც გინდათ, ხელი არ ჩაიქნიოთ. დაისახეთ რეალური მიზანი, ასეთ დროს შედეგი გაგახარებთ.

3616a9971980d1bc38dcbc68f5ef1acbbabfb74f

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები