LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე კვერენჩხილაძე: „თქვენი დახმარებაა საჭირო, გააგებინეთ ერთმანეთს.. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა“

307
Untitled design

ქართველი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც სტატუსიდან ირკვევა, კვერენჩხილაძემ, რომელიც სხვადასხვა დროს, ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, ქვეყანა დატოვა და ახლა ევროპის მასშტაბით მოგზაურობს.

ჟურნალისტი საზოგადოებას „ტიკ-ტოკის“ საკუთარ გვერდს უზიარებს და წერს, რომ მას ახლა გამომწერების დახმარება სჭირდება:

„გამარჯობა! ეს ჩემი ტიკ-ტოკ გვერდია. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელზედაც გამოვჩნდები, იუთუბისაც იმას ვიზამ.
ღირსეული კამერა მჭირდება, თქვენი დახმარებაა საჭირო, გააგებინეთ ერთმანეთს, რომ ტელეფონსა და პლანშეტში გადავინაცვლე.

ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე. ტელევიზორი საქართველოში დავტოვე! წართმეულ პროფესიასთან ერთად. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა. ახლა ევროპის მასშტაბით გადავადგილდები.

ეს შანსია რეალიზების, შემეცნებისა და გაზრდის. კონტენტი მრავალფეროვანი იქნება.
იმედი მაქვს, ბევრი რამის ჩვენებას მოვახერხებ. დიდება თქვენ!

P.S

განმარტებები რატომ და რეიზა არ დამაწყებინოთ. ყველაფერი ისედაც გასაგებია.
ეს მაინც იყოს აქ ?

GE43TB7113645161600009 – (€)

GE30TB7113645061600033 (₾)

კამერის გულობიზა“, – წერს თორნიკე კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g