წარმატებული კარიერის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა გადაწყვიტა ძალები დიზაინერული კუთხითაც მოსინჯოს და ახალ საქმეს შეეჭიდა. როგორც თავად ამბობს, სურვილი დიდი ხანია ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანისამოსით ჩნდებოდა და უამრავი კომპლიმენტს იმსახურებდა, გადაწყვიტა სურვილი სისრულეში მოეყვანა.
ჯერ–ჯერობით შორენას დიზაინერული ხაზის კოლექციაში სქელი ნაქსოვი ჟაკეტებია, მომავალში კი კოლექციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ფერებსაც თავად არჩევს სეზონების მიხედვით. ფუმფულა ფერად ჯაკეტებზე მოთხოვნა დიდია და მომხმარებლის მხრიდან დიდი მოწონებით სარგებლობს.
„მინდა ჩემი მაღაზია–ატელიე შევქმნა, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი თანხა არ გამაჩნია, ჯერ არც დიზაინერი მყავს და ყველა დეტალი ჩემს მიერ იქმნება. პირველი ნაბიჯები გადავდგი, საქართველოს მაშტაბით ჩემი ნამუშევრები უკვე იყიდება, მაქვს შემოთავაზებები და კოლექციის გატანას ყაზახეთშიდაც ვგეგმავ.“ – განაცხადა ფორტუნაპლუსთან საუბარში შორენა ბეგაშვილმა.
შორენა ბეგაშვილის დიზაინით შექმნილი ჟაკეტები თბილისში შემდეგ მისამართებზე იყიდება: ყიფშიძის 9B ნომერში, ბუტიკ 9B-ში, ბარნოვის 55 ნომერში. ფასი 300-600 ლარამდე მერყეობს.
მოსასხამი 550 ლარი

მოსასხამი 400 ლარი
მოსასხამი 500 ლარი
მოსასხამი 500 ლარი
მოსასხამი 400 ლარი




