ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ბევრ ლამაზმანთან რომანს მიაწერენ. ამ დღეებში ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდუს ახალი რჩეული მარისა მენდეშია – მისი საფეხბურთო აგენტის, ხორხე მენდეშის უფროსი ქალიშვილია.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში რონალდუმ აღიარა, რომ ერთდროულად რამდენიმე გოგოს ხვდება, რათა ცხოვრების მეგზური აარჩიოს.
თავის აგენტთან კრიშტიანუს საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს: გასულ წელს ხორხემ მას დაბადების დღეზე კუნძული აჩუქა, თავად რონალდუს კი თავის ინტერვიუებში არაერთხელ განუცხადებია, რომ მენდეში მისთვის ძმაც არის და მამაც.