ერთ-ერთ რადიოსადგურს ადელმა გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც ის საკუთარ სხეულსა და სილამაზის სტანდარტებზე ისაუბრა. „დიახ, მე მაქვს პრობლემა სხეულთან და წონასთან, მაგრამ მას საშუალებას არ ვაძლევ ჩემი ცხოვრების მთავარი პრობლემა გახდეს. სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ჩემი სხეული. ბევრი ადამიანი არსებობს, ვისთვისაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი გარეგნობის გამო ნაკლებად თავდაჯერებული ვარ, თუმცა, მე არ ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად, ვინც მუდმივად ჩემს ნაკლზე მიმითითებს.
შეგახსენებთ, რომ ადელის მესამე ალბომი „25“ 20 ნოემბერს გამოდის. ამ დღეებში კი მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.