LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სული მაქვს, როდის გავალ სცენაზე… ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს გამარჯვება ჩამოვუტანო“ – მარიამ ბიგვავა

557
314930992_1091828564863251_95802430095072418_n

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, მარიამ ბიგვავა სტუმრობდა, რომელიც წელს საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.

მარიამ, როგორია შენი მოლოდინი და განცდები „ევროვიზიასთან“ დაკავშირებით, ნერვიულობ?

რა თქმა უნდა, ცოტა ღელვა არის, მაგრამ არ ვნერვიულობ, პირიქით, ერთი სული მაქვს, როდის გავალ სცენაზე. მთელი ოჯახი და სანათესავო გვერდში მიდგას, ყოველდღიურად მამხნევებენ. მეც დიდი შემართებით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს გამარჯვება ჩამოვუტანო და შემდეგი „ევროვიზია“ საქართველოში ჩავატარო. „ევროვიზია“ 11 დეკემბერს იქნება და მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებლის მხარდაჭერა გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია და ბევრ ხმას ველოდები საქართველოდან.

ვის ეკუთვნის სიმღერა, რომელიც უნდა წარადგინო და ვინ იმუშავა კლიპსა და ქორეოგრაფიაზე?

სიმღერა გიორგი კუხიანიძის დაწერილია. კლიპზე ზაზა ორაშვილმა იმუშავა, ქორეოგრაფიაზე კი გიორგი ტორიაშვილმა.

 

ვიდეო: საქართველოს საბავშვო „ევროვიზიაზე“ მარიამ ბიგვავა წარადგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები