ოსკაროსანი კეიტ უინსლეტი ახალ ფილმში – „სამი ცხრიანი“ მონაწილეობს, სადაც მსახიობი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელის როლს ასრულებს. ცნობილია, რომ სპეციალურად ამ როლისთვის „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა რუსული ენის შესწავლაც დაიწყო. ფილმის თრეილერი უკვე გამოვიდა, შესაბამისად უკვე შესაძლებელია ბრიტანელი მსახიობის რუსული აქცენტის შეფასება. უინსლეტს ფილმში პარტნიორობას ვუდი ჰარელსონი და ნორმან რიდუსი უწევენ.
სცენარის მიხედვით, ფილმში მოქმედება კორუმპირებულ პოლიციელთა ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც დიდ ძარცვას გეგმავენ. სიტუაციიდან გამოძრომის მიზნით, ისინი საკუთარი გუნდის წევრის მოკვლას გადაწყვეტენ.
დიდ ეკრანებზე ფილმი 2016 წლის 23 თებერვალს გამოვა.