LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელებმა ჭკვიანი საათი შექმნეს, რომელიც სექსის დროს დაგეხმარებათ

420

მადრიდის სტარტაპის Geeksme სპეციალისტებმა საათი წარმოადგინეს, რომელიც სექსის დროს ადამიანის აქტიურობას ზომავს. GME1 ითვლის, თუ რამდენი კალორია დაიხარჯა სექსის დროს და ასევე ინტენსიურობასაც გამოგითვლით. საათს ასევე ტრადიციული ფუნქციებიც აქვს, როგორიც არის g!fitness ნაბიჯებისა და კილომეტრების დათვლა. g!sleep ძილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ, ხოლო რაც შეეხება ფუნქციას g!love, ის უშუალოდ სექსის წინ უნდა ჩაირთოს.

ინოვაციური საათი გაიყიდება 99 ევროდ. შემქმნელების აზრით, საათი დაეხმარება ადამიანს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ჯანმრთლობას და ფიზიკურ ფორმას.

Geeksme-GME1

geeksme-gme1-wearable-vida-sexual-imagenes-datos-precio-2015

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები